Wednesday, May 13, 2015

მეცხრე  დღე;მოვისმინეთ პრეზენტაციები თითოეულის .პირველად გამოვიდა ირმა მემანიშვილი რომელმაც წარმოადგინა პროექტი თემაზე საქართ ველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება,თემა ძალიან აქტუალურია და  ძალიან მომეწონა.შემდეგი გამოვიდა თამთა ინაური,თემით ჩემი თანატოლები ,სადაც ჩანს  თანამედროვე თაობის პრობლემები.მესამე გამოვიდა  რუსუდან ურუშაძე ,თემით გენმოდიფიცირებული პროდუქტი.მოსწავლეებში ცოდნის ამაღლემის მიზნით მიაწოდა ინფორმაცია,რითიც პროექტი მეთად საინტერესო გახადა.შემდეგ გამოვიდა ნანა გოგბერაშვილი თემით;საკვებ პროდუქტებში პჰ ის განსაზღვრა .გამოკითხვით როგორ იხსნიდა ქართველი ნაბახუსევზე  ბახუსს .ძალიან საინტერესო და სახალისო პროექტია. მეხუთე გამოვიდა ეკატერინე ლეგაშვილი თემით ატმოსფეროს ეკოლოგია.შემდეგ გამოვიდა ნათელა ჯიბუტი თემით  ეს ყველაფერი ხელოვნებაა. მეშვიდე თემა განვიხილეთ ნათელა ზირაქაშვილის ელექტროენერგიის მოხმარება და ხარჯი,რომელიც ძალიან მომეწონა.შემდეგი გამოსვლელი იყო თამარ ბიწაძე  თემით მეორე მსოფლიო ომი და საქართველო ,ეს თემა დღესაც  ძალიან  აქტუალურია .მეცხრე  გამომსვლელი იყო  ნაზი სვანიძე  თემით ბბრბოს ფსიქოლოგია ,მიხეილ  ჯავახიშვილისა და  მარიტას მიხედვით,პროექტი ძალიან  მომეწონა. შემდეგი იყო  თამარ იმერლიშვილი თემით თავისუფლების როლი ხელოვნებაში. ბოლო მონაწილე კი იყო ვერიკო ჯინჭარაძე  ,რომელმაც წარმოადგინა პროექტი თემით ქართული ხალხური ფოლკლორი.

No comments:

Post a Comment